
HSBC ბანკი საქართველო არის HSBC ჯგუფის წევრი. ბანკი ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს სთავაზობს კორპორატიულ, საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებისა და სახაზინო მომსახურებას.

HSBC არის მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი საბანკო და საფინანსო ორგანიზაცია. მისი საერთაშორისო ქსელი შედგება 7,500 ოფისისგან მსოფლიოს 85 ქვეყანაში.

მდგრადი განვითარება HSBC-ის გრძელვადიანი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მდგრადი ბიზნეს პრინციპები ბიზნესის ყველა დონეზე.

HSBC- ში ღრმად გვწამს, რომ ადამიანური რესურსები ძალიან ფასეულია და გვჯერა, რომ მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ HSBC –ის კონკურენტუნარიანი ზრდის სტრატეგიის განხორციელებისათვის.