ჩვენი ვპარტნიორობთ მსოფლიო დონის საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, რომელთაც შეუძლიათ რეალური ცვლილებების მოტანა; ამასთანავე ყოველთვის ვართ ჩართულნი თანხის ხარჯვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში. ასეთია ჩვენი მიდგომა ყველგან. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი თანამშრომეელი ჩავრთოთ საქველმოქმედო პროექტებში.

საქართველოში ჩვენ ვთანამშრომლობთ საქველმოქმედო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველოსთან“, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მომსახურებას. ორგანიზაცია შეიქმნა 1998 წ. კასპის ბავშვთა სახლში უკიდურესად მძიმე მდგომარებაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ობლების გადასარჩენად. “პირველმა ნაბიჯმა”ჯანდაცვის სამინისტროსთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად მიაღწია კასპის ბავშთა სახლის დახურვას.
ამჟამად, დღის ცენტრების, ოჯახებში ზრუნვისა და მშობლების გაძლიერების პროგრამების მეშვეობით, “პირველი ნაბიჯი საქართველო” თავის ძალისხმევას იმ ოჯახების დასახმარებლად მიმართავს, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები და ახალგაზრდები ცხოვრობენ.
ჩვენ ვაფინანსებთ „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ „ბავშვთა ოჯახებში მომსახურების“ პროგრამას, რომლის მიზანია:
ჩვენი მხარდაჭერით, „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დასახმარებლად ამა წლის აპრილში საქველმოქმედო საღამო გაიმართა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“. ამ ღონისძიების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად შეგროვდა 57,700 ლარი.