გლობალურად ჩვენი საგანმანათლებლო მხარდაჭერა ფოკუსირებულია:
საქართველოში ჩვენ ვაფინანსებთ რამდენიმე პროექტს, რომელიც ორიენტირებულია გარემოსდაცვით განათლებასა და ინგლისური ენის შესწავლაზე:

HSBC – ის სასტიპენდიო პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭო მიერ. HSBC ბანკი საქართველომ დააფინანსა 2009/2010 აკადემიური წლის სამაგისტრო კურსი გარემოსდაცვითი მიმართულებით დიდ ბრიტანეთში ქართველი სტუდენტისთვის, რომელიც შეირჩა კონკურსის საფუძველზე.

კონკურსი საჯარო მეტყველებაში უკვე მეორე წელია ხორციელდება HSBC ბანკი საქართველოს სპონსორობით და საქართველოს ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირის ორგანიზებით. ამ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ინგლისური ენის ეფექტურ გამოყენებას, როგორც კომუნიკაციის საშუალებას საერთაშორისო დონეზე. ეს არის საერთაშორისო კონკურსი მოზარდებისთვის. ადგილობრივი გამარჯვებულები მონაწილეობას იღებენ ფინალურ ტურში, რომელიც იმართება დიდ ბრიტანეთში. ამით ქართველ მოზარდებს შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ გაიცნონ მათი სხვადასხვა ეროვნების თანატოლები, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და დამეგობრდნენ.

ინგლისური ენის კურსი ჟურნალისტებისთვის არის პროექტი, რომლის მიზანია დაეხმაროს ჟურნალისტებს ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაში. პროექტი მოიცავს ყველა ტიპის მედიას საქართველოს მასშტაბით. ენის შემსწავლელი კურსები ტარდება ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით. HSBC–ს გარდა პროექტის სპონსორები არიან კომპანია BP და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“. ფონდი აფინანსებს კურსებს რეგიონული, ხოლო HSBC და BP თბილისში მოღვაწე ჟურნალისტებისთვის.