გლობალურად ჩვენი გარემოსდაცვითი მხარდაჭერა ფოკუსირებულია შემდეგ საკითხებზე:

საქართველოში წელს ჩვენ შევუერთდით „ეკო–პრემიების პროგრამას“, რომელიც გასულ წელს ინიცირებული იყო BP-ის მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს და წაახალისოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი გარემოსდაცვითი საკითხების პრაქტიკული გზით მოგვარების საქმეში. პროგრამას ახორციელებს და ადმინისტრირებას უწევს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი.
HSBC აფინანსებს 2010 წლის ერთ–ერთ გამარჯვებულ პროექტს – „საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მდგრადი ტურიზმის განვითარება“, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ. პროექტის მიზანია ჩართოს ადგილობრივი მოსახლეობა გარემოსდაცვით კონსერვაციაში იმ ტერიტორიებზე, სადაც ტურიზმს აქვს მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკის ზრდაში. პროექტის ამოცანებია:
HSBC ბანკი საქართველოს თანამშრომლებიც მიიღებენ მონაწილეობას პროექტის ცალკეულ აქტივობებში. მაგალითად, ორგანიზატორებს დაეხმარებიან საინფორმაციო დაფებისა და ნიშნულების დამონტაჟებაში. ასევე მიიღებენ მონაწილეობას თუშეთის დაცული ტერიტორიის გარკვეული ნაწილების დასუფთავებაში.