პასუხისმგებლობა და HSBC

პასუხისმგებლობა და HSBC

მდგრადი განვითარება HSBC-ის გრძელვადიანი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მდგრადი ბიზნეს პრინციპები ბიზნესის ყველა დონეზე.

ჩვენ „კორპორატიული პასუხისმგებლობის“ მაგივრად ვიყენებთ „კორპორატიულ მდგრადობას“, რადგანაც ეს უკანასკნელი უფრო ზუსტად ასახავს ჩვენს მიდგომას გარემოსდაცვითი საქმიანობის, რისკისა და ბიზნეს შესაძლებლობების მართვისა და ჩვენი საზოგადოებრივი ინვესტირების პროექტების მიმართ.

სამუშაო ადგილების შექმნით, საგადასახადო შენატანებით და ადგილობრივ ბიზნესში ინვესტიციებით HSBC – ს თავისი წვლილი შეაქვს იმ ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში, რომელშიც ეწევა საქმიანობას.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენი, როგორც ბანკის, მომავალი წარმატებისთვის საზოგადოებრივი განვითარება უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ინვესტირების პროგრამები ფორკუსირებულია განათლებისა და გარემოსდაცვით საკითხებზე – როგორც საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო ფუნდამენტურ მიმართულებებზე.

2009 წელს, HSBC-მ საზოგადოებრივი ინვესტირების პროექტებში 100 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა მსოფლიო მასშტაბით.

ვრცლად