HSBC ჯგუფი

ჩვენ ვართ თქვენი ბანკი მთელ მსოფლიოში.

HSBC Holdings plc არის HSBC ჯგუფის დამფუძნებელი კომპანია, მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში. ჯგუფი გლობალურად მომხმარებელს ემსახურება დაახლოებით 7 500 ოფისიდან მსოფლიოს 85 ქვეყანაში ევროპის, აზიის, ამერიკის და აფრიკის ტერიტორიებზე. ჯგუფის აქტივები 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 2,364 მილიარდ აშშ დოლარს. HSBC არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმხვილესი საბანკო და საფინანსო ორგანიზაცია.

HSBC ჰოლდინგის აქციები რეგისტრირებულია ლონდონის, ჰონ-კონგის, ნიუ-იორკის, პარიზისა და ბერმუდის საფონდო ბირჟებზე და დაახლოებით 200 000 აქციონერი გადანაწილებულია მსოფლიოს 100 ქვეყანაში.

საერთაშორისო ქსელის საშუალებით, რომელიც დაკავშირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან, სწრაფად განვითარებადი ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების ჩათვლით, HSBC მომხმარებელს სთავაზობს სრული სპექტრის ფინანსურ სერვისებს: საცალო საბანკო მომსახურება, კომერციული ბანკინგი, კორპორატიული საბანკო მომსახურება, საინვესტიციო ბანკინგი და ბაზრები, პერსონალური ბანკინგი და სხვა.

დეტალური ინფორმაცია HSBC ჯგუფის შესახებ