HSBC საქართველოში

HSBC ბანკი საქართველო არის მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი საბანკო და საფინანსო ორგანიზაციის HSBC ჯგუფის წევრი. ბანკმა თბილისში საქმიანობა დაიწყო 2008 წლის ივნისიდან. HSBC საქართველოში არის კორპორატიული ბანკი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს სთავაზობს კორპორატიულ, საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებისა და სახაზინო მომსახურებას.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წარმომადგენლობა გვაქვს თითქმის ყველა იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აქვს სავაჭრო ურთიერთობები, HSBC-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო სავაჭრო საქმიანობაში მონაწილეობენ. HSBC ჯგუფის გლობალური ქსელი მაქსიმალურად ამცირებს საერთაშორისო ტრანზაქციებთან დაკავშირებულ რისკებს და დროს.

HSBC-ს საქართველოში ჰყავს ადგილობრივი ექსპერტები, რომელთაც აქვთ ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეული ცოდნა. მათ ასევე შესწევთ უნარი შემოგთავაზონ ექსპერტიზა, რომელიც არსებობს HSBC-ს საერთაშორისო ქსელში.