ასეთი ტიპის სესხები გაიცემა კაპიტალდაბანდებების დაფინანსების მიზნით. მათი ხანგძლივობა მაქსიმუმ 3 წლით განისაზღვრება. დაფინანსებით სარგებლობენ კომპანიები ძირითადი საშუალებების შეძენის, რეკონსტრუქციისა და განვითარების მიზნით, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის გაფართოებას ან ახალი ბიზნეს-მიმართულებების ფორმირებას. თითოეული კლიენტისათვის (ბიზნესისთვის) სესხის პროცენტი განისაზღვრება ინდივიდუალურად, რისკისა და ამონაგების გათვალისწინებით, ხოლო სესხის დაფარვის გრაფიკი მორგებულია კაპიტალდაბანდებების შედეგად აკუმულირებული ნაღდი ფულის მოსალოდნელ ნაკადებზე. ასეთი ტიპის კრედიტები ძირითადად ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით გაიცემა.
კომერციული სესხები და საკრედიტო ხაზები, რომელსაც ჩვენი ბანკი გთავაზობთ, როგორც წესი, კლიენტისაგან მოითხოვს სათანადო უზრუნველყოფის წარმოდგენას. უზრუნველყოფა არ არის ის უპირველესი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც წარმოებს განაცხადის შეფასება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია სათანადო უზრუნველყოფის არსებობა კომერციული კრედიტის ან საკრედიტო ხაზისთვის. ჩვენთვის მისაღებია უზრუნველყოფის შემდეგი ტიპები:
| პირველადი უზრუნველყოფა | დამატებითი უზრუნველყოფა |
|---|---|
| დეპოზიტი; ვადიანი დეპოზიტი დაყადაღების უფლებით. | მანქანა-დანადგარები და საწარმოო საშუალებები |
| მიწა, საცხოვრებელი და კომერციული ფართები | საწარმოო მარაგები, სასაწყობო ნაშთი |
| პირველი კლასის ბანკის გარანტია | პირადი/ერთობლივი/კორპორატიული გარანტია |
სესხის უზრუნველყოფასთან შეფარდების კოეფიციენტი განისაზღვრება კლიენტის საკრედიტო ისტორიის, კრედიტის მოცულობის, უზრუნველყოფის ტიპის, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშების ხელმისაწვდომობის, რისკისა და ამონაგების, უზრუნველყოფის ლიკვიდურობის გათვალისწინებით. ზოგადად, სესხის უზრუნველყოფასთან შეფარდების კოეფიციენტი განსაზღვრულია, როგორც მატერიალური უზრუნველყოფის შეფასებული ღირებულების და გაცემული კრედიტის სრული მოცულობის შეფარდება.
კომერციული საბანკო კრედიტის მისაღებად წარდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტები: