განახლებადი საკრედიტო ხაზის საშუალებით წარმოებს კომპანიის საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება ერთ წლამდე ვადით. ასეთი ტიპის საკრედიტო ხაზები ექვემდებარება ყოველწლიურ გადახედვას. კლიენტს უფლება ეძლევა გამოიყენოს / აითვისოს საკრედიტო ხაზი დამტკიცებულ ლიმიტამდე, ხოლო ათვისებული თანხის გადაიხდა განახორციელოს ყოველთვიური შენატანებით. გადახდის გრაფიკი შეთანხმებულია კლიენტთან და შეესაბამება მისი ბიზნესის სავაჭრო ციკლს. რევოლვერული ხაზები კომბინირებულია სხვადასხვა სახის პროდუქტებთან და წარმოქმნის კომბინირებულ ლიმიტებს, რაც მოიაზრებს შემდეგს: იმპორტის და ექსპორტის ხაზები (დოკუმენტური აკრედიტივი, განვადებით გადახდის პირობით და სხვა), იმპორტისათვის და ექსპორტისათვის ნაღდი ფული, გარანტიისა და შესრულების გარანტიის სხვადასხვა ტიპები, ტრადიციული საკრედიტო ხაზები და ოვერდრაფტები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ერთმანეთის მონაცვლეობით, ერთი საკონტროლო ლიმიტის მიხედვით. დეტალური ინფორმაცია სავაჭრო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ იხილეთ საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებისა და მომსახურების ნაწილში.
კომერციული სესხები და საკრედიტო ხაზები, რომელსაც ჩვენი ბანკი გთავაზობთ, როგორც წესი, კლიენტისაგან მოითხოვს სათანადო უზრუნველყოფის წარmoდგენას. უზრუნველყოფა არ არის ის უპირველესი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც წარმოებს განაცხადის შეფასება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია სათანადო უზრუნველყოფის არსებობა კომერციული კრედიტის ან საკრედიტო ხაზისთვის. ჩვენთვის მისაღებია უზრუნველყოფის შემდეგი ტიპები:
| პირველადი უზრუნველყოფა | დამატებითი უზრუნველყოფა |
|---|---|
| დეპოზიტი; ვადიანი დეპოზიტი დაყადაღების უფლებით. | მანქანა-დანადგარები და საწარმოო საშუალებები |
| მიწa, საცხოვრებელი და კომერციული ფართები | საწარმოო მარაგები, სასაწყობო ნაშთი |
| პირველი კლასის ბანკის გარანტია | პირადი/ერთობლივი/კორპორატიული გარანტია |
სესხის უზრუნველყოფასთან შედარების კოეფიციენტი განისაზღვრება კლიენტის საკრედიტო ისტორიის, კრედიტის მოცულობის, უზრუნველყოფის ტიპის, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშების ხელმისაწვდომობის, რისკისა და ამონაგების, უზრუნველყოფის ლიკვიდურობის გათვალისწინებით. ზოგადად, სესხის უზრუნველყოფასთან შედარების კოეფიციენტი განსაზღვრულია, როგორც მატერიალური უზრუნველყოფის შეფასებული ღირებულების და გაცემული კრედიტის სრულ მოცულობას შეფარდება.
კომერციული საბანკო კრედიტის მისაღებად წარდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტები: