საბანკო გარანტიები და სტენდბაი დოკუმენტური აკრედიტივები

საბანკო გარანტიებისა და სტენდბაი დოკუმენტური აკრედიტივების საშუალებით, ბენეფიციარისათვის ხელმისაწვდომია თანხა, თუ პრინციპალი (თქვენ) ვერ შეასრულებს სახელშეკრულებო ან სხვა ვალდებულებებს ამ გარიგებასთან, ხელშეკრულებასთან ან შეკვეთასთან მიმართებაში.

ძირითადი მახასიათებლები

გარანტიაში მითითებული თანხის გადახდა წარმოებს გარანტიის პირობების შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად კომერციული კონტრაქტით დადგენილი პირობებისა.

საბანკო გარანტიის ტექსტი თანხმდება პრინციპალს (თქვენ) და ბენეფიციარს (თქვენი კლიენტი) შორის და იგი მისაღები უნდა იყოს HSBC-ისთვის. ტექსტის ნიმუშებს მიიღებთ მოთხოვნისთანავე. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო სავაჭრო პალატის URDG458 (მოთხოვნამდე გარანტიების უნიფიცირებული წესები, პუბლიკაცია # 458, საერთაშორისო სავაჭრო პალატა) და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ISP 98 (საერთაშორისო სტენდბაი პრაქტიკა, პუბლიკაცია # 590, საერთაშორისო სავაჭრო პალატა) გამოყენების შესახებ.

წარმოვადგენთ რა HSBC ჯგუფის წევრს, ჩვენ გთავაზობთ საერთაშორისო გარანტიების მიმზიდველ პირობებს, რომელიც ეფუძნება ჩვენი საბანკო გარანტიების დამუშავების უნარს მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ გავცემთ გარანტიებს HSBC ჯგუფის საზღვარგარეთ ფუნქციონირებადი ოფისებისა და ჩვენი ფართო საკორესპონდენტო-საბანკო ქსელის საშუალებით. პროფესიონალი და გამოცდილი სავაჭრო მომსახურების ჯგუფი თქვენს ბიზნესს ფასეულ დახმარებას გაუწევს.

გარანტიის ტიპები

სატენდერო გარანტიები / საკონკურსო გარანტიები

გარანტიის აღნიშნული ტიპი ძირითადად გამოიყენება ტენდერში მონაწილეობისათვის, განსაკუთრებით, საერთაშორისო ვაჭრობაში. ბენეფიციარი იღებს ფულად ანაზღაურებას, თუ პრინციპალი ვერ შეასრულებს რომელიმე სატენდერო ვალდებულებას. მას, როგორც წესი, წარადგენენ სხვა სატენდერო დოკუმენტებთან ერთად. ტენდერის გარანტია ძალაშია ტენდერის პერიოდის განმავლობაში, რომლის დროსაც ბენეფიციარს აქვს უფლება, მოითხოვოს ანაზღაურება.

ხელშეკრულების შესრულების გარანტია

ეს არის გარანტიის ძირითადი ფორმა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სიტუაციებში. როგორც წესი, მას ითხოვენ ხელშეკრულების დადების მომენტში. მისი მოქმედების ვადა ემთხვევა ხელშეკრულების მოქმედების ვადას, რასაც ემატება პერიოდი, რომლის დროსაც ბენეფიციარს აქვს უფლება მოითხოვოს ანაზღაურება, თუ გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები არ შესრულდა.

საავანსო გადახდის გარანტია

გარანტიის ასეთი ფორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი ითხოვს თანხის გადახდას ხელშეკრულების ადრეულ ეტაპზე. ბენეფიციარი უფლებამოსილია დაიბრუნოს ავანსად გადახდილი თანხა ან მისი ნაწილი, თუ პრინციპალი ვერ შეასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებებს. გარანტიის აღნიშნული ფორმა შესაძლოა უზრუნველყოფდეს საგარანტიო თანხის პროპორციულ შემცირებას განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ ან განსაზღვრულ დღეს (პერიოდში). მისი ხანგრლივობა დამოკიდებულია შესაბამისი ხელშეკრულების ვადაზე, თუმცა შესაძლოა მოქმედებდეს ვალდებულებების შესრულების განსაზღვრულ თარიღამდე, რასაც ემატება პერიოდი, რომლის დროსაც ბენეფიციარს აქვს უფლება მოითხოვოს ანაზღაურება, თუ გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები არ შესრულდა.

თანხის დაკავების გარანტია

ხელშეკრულების მიხედვით, ბენეფიციარი, შესაძლოა უფლებამოსილი იყოს დააკავოს ხელშეკრულებაში მითითებული თანხის განსაზღვრული ნაწილი ხელშეკრულების არსებითი ვალდებულებების შესრულებადმდე. ბენეფიციარი გადაუხდის დაკავებულ თანხას პრინციპალს წარდგენილი გარანტიის საფუძველზე. მისი ხანგრლივობა დამოკიდებულია შესაბამისი ხელშეკრულების ვადაზე და შესაძლოა აღემატებოდეს მას.

გადახდის / სავაჭრო ვალის გარანტია

გარანტიის მითითებული ტიპი გამოიყენება ვალდებულებ(ებ)ის დაზღვევის მიზნით, რომელიც წარმოიქმნება გარიგების შედეგად ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. უზრუნველყოფს ფინანსურ უსაფრთხოებას ბენეფიციარისათვის, თუ პრინციპალი ვერ გადაიხდის მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ღირებულებას. აღნიშნული გარანტია ერთმნიშვნელოვნად მოქმედებს გადახდის საბოლოო თარიღამდე, რასაც ემატება პერიოდი, რომლის დროსაც ბენეფიციარი მოითხოვს თანხის ანაზღაურებას, თუ პრინციპალი ვერ გადაიხდის საჭირო თანხას.

საბანკო გარიგების გარანტია

გარანტიის მითითებული ფორმა პრინციპალს აძლევს საშუალებას უზრუნველყოს საბანკო ოპერაციები შვილობილი / დაკავშირებული კომპანიისათვის ან პირადი ანგარიშებისათვის სხვა ქვეყნებში.