ექსპორტი

საექსპორტო დოკუმენტური აკრედიტივი

საექსპორტო დოკუმენტური აკრედიტივი არის მყიდველის ბანკის (ემიტენტი ბანკი) ვალდებულება თქვენი როგორც ექსპორტიორის – წინაშე, რომ ისინი უზრუნველყოფენ გადახდას წინასწარ შეთანხმებული დოკუმენტების დასახელებულ ბანკში წარდგენის საწინააღმდეგოდ. დრო, მიწოდების ვადები და სხვა პირობები შეტანილ იქნება აკრედიტივის პირობებში თუ თქვენ გსურთ თავიდან აიცილოთ არ გადახდის რისკი აკრედიტივის გამხსნელი ბანკისაგან (მყიდველის ბანკი) და სხვა დაკავშირებული რისკები, როგორიცაა ქვეყნის რისკი. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენს მიერ აკრედიტივის დადასტურება.

უპირატესობები:

თუ ზუსტად იცით, როდის გადაგიხდიან საქონლის ღირებულებას, შეგიძლიათ, გამოიყენოთ აკრედიტივი დაფინანსების მოსაძიებლად ტრანსპორტირებამდე, ან მის შემდეგ.

თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ უსაფრთხოდ აგინაზღაურებენ საქონლის ღირებულებას, იმის მიუხედავად, ხართ საქონლის მესაკუთრე თუ უბრალოდ შუამავალი.

დოკუმენტური აკრედიტივი იდეალურია საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის მსოფლიოს ზოგ ნაწილში, მაგალითად, შორეულ და ახლო აღმოსავლეთში. საექსპორტო დოკუმენტური აკრედიტივების გამოყენებით კონტრაგენტს უზრუნველყოფთ გადავადებული გადახდის პერიოდით, რაც გაზრდის თქვენს გაყიდვებს, ახალი ბაზრების ათვისების პოტენციალს და სხვ. შეგიძლიათ თანხა მიიღოთ ავანსად, დოკუმენტური აკრედიტივის მიღების ან წინასწარ შეთანხმებული დოკუმენტების პაკეტის წარდგენისას.

საექსპორტო ინკასო

გამყიდველი მყიდველს უგზავნის საქონელს, ამასთან, სთხოვს თავის ბანკს, გააგზავნოს დოკუმენტები საინკასო ინსტრუქციებთან ერთად მყიდველის ბანკში. იმპორტიორის ბანკი მოითხოვს გადახდას და დოკუმენტებს არ გასცემს მანამ, სანამ იმპორტიორი არ გადაიხდის თანხას ან არ აიღებს გადახდის ვალდებულებას იმ თარიღისათვის, რომელიც შეთანხმებული იქნება ექსპორტიორთან.

უპირატესობები:

ეს არის ანაზღაურების მიღების უფრო უსაფრთხო მეთოდი, ვიდრე ვაჭრობა ღია ანგარიშით. მიუხედავად ამისა, საქონელი, რომელსაც აგზავნიან საჰაერო ან სახმელეთო ტრანსპორტით, არ ახლავს საქონელგანმკარგავი დოკუმენტები, რაც პოტენციურად იმპორტიორს აძლევს საშუალებას, მოიპოვოს საკუთრება, თუ წარადგენს საკუთრების მტკიცებულებას. თუ საქონლის გაცემა ხდება ისე, რომ იმპორტიორი გადახდის დღედ განსაზღვრავს სხვა თარიღს, იკარგება კონტროლი საქონელზე და ნებისმიერი უზრუნველყოფა. იმპორტიორის ასეთი დაპირება, როგორც წესი, გულისხმობს მყიდველის აქცეპტს თამასუქზე (ტრატაზე).