იმპორტი

არავის აქვს იმაზე მეტი საერთაშორისო გამოცდილება მყიდველებისა და გამყიდველების ურთიერთობის ხელშეწყობის კუთხით, ვიდრე 140 წლიანი გამოცდილების მქონე ვაჭრობის დაფინანსების ლიდერს – HSBC ბანკს. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხეში მდებარე ნებისმიერი მასშტაბის კომპანიის საჭიროების შესახებ ცოდნა გვაძლევს საშუალებას მოვარგოთ ინდივიდუალური მომსახურება მათ მოთხოვნებს. დაუკავშირდით HSBC-ს დღესვე და შეაფასეთ, თუ როგორ შევძლებთ თქვენთვის მისაღები სტრუქტურის ფორმირებასა და შემოთავაზებას.

საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებითა და მომსახურებით ბანკი ბიზნესებს სთავზობს სტრუქტურირებულ ფინანსურ მომსახურებას. აქ იგულისხმება მოკლევადიანი სავაჭრო სესხები, რომლებიც მორგებულია კომერციული გადახდის პირობებზე; ასევე ფინანსური მომსახურების ფართო არჩევანი: დოკუმენტური აკრედიტივი, დოკუმენტური ინკასო, საბანკო გარანტია და სტენდბაი დოკუმენტური აკრედიტივი. ჩვენი სამიზნე ბაზარი მოიცავს იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებს, სამშენებლო კომპანიებს, სახელმწიფო ორგანიზაციებს, კომერციულ შუამავლებს.

ტარიფები იხილეთ ამ ბმულზე.

თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ექსპორტ-იმპორტის ან მომსახურების სფეროსთან, HSBC ბანკის ვაჭრობის დაფინანსების სამსახური დაგეხმარებათ იმ საერთაშორისო ბიზნეს შესაძლებლობებისა და უპირატესობების გამოყენებაში, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტები და მომსახურება უზრუნველყოფს თქვენს საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებს ეფექტურ, საიმედო და უსაფრთხო ალტერნატიული პროდუქტებით.

ჩვენ გავცემთ საბანკო გარანტიებს და დოკუმენტურ აკრედიტივებს, რომ დაგიცვათ საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული მრავალი რისკისაგან და ამასთან უზრუნველვყოთ თქვენი ვალდებულებების შესრულება ტენდერებსა თუ კომერციული გარიგებების წარმოებისას. ჩვენი გლობალური ქსელის მეშვეობით ჩვენ უზრუნველვყოფთ ასეთი ინსტრუმენტების გაცემას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

საიმპორტო დოკუმენტური აკრედიტივი

დოკუმენტური აკრედიტივი არის მყიდველის ბანკის ვალდებულება გამყიდველის წინაშე, რომ ის უზრუნველყოფს გადახდას წინასწარ შეთანხმებული დოკუმენტების ბანკში წარმოდგენის საწინააღმდეგოდ. მოქმედების ვადები, მოწოდების პერიოდი და სხვა მნიშვნელოვანი პირობები განისაზღვრება დოკუმენტური აკრედიტივის პირობებით.

უპირატესობები:

დოკუმენტური აკრედიტივი საერთაშორისო სავაჭრო გარიგებების წარმოების ყველაზე პოპულარული მეთოდია, რამდენადაც იგი აღიარებულია მთელ საბანკო სისტემაში და იცავს როგორც მყიდველის, ასევე გამყიდველის უსაფრთხოება. გამყიდველისათვის მნიშვნელოვანია საიმედო ანაზღაურება, ხოლო მყიდველს სურს გადაიხადოს საქონლის ღირებულება მხოლოდ მისი მოწოდების შემდეგ. ზოგ ქვეყანაში დოკუმენტური აკრედიტივის გამოყენებას მოითხოვს სახელმწიფო ორგანო, რომელსაც სურს აკონტროლოს იმპორტი ან უცხოური ვალუტის მიმოქცევა. თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენს მიერ შეკვეთილი საქონელი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც კონტრაქტითაა განსაზღვრული და მას შეთანხმებულ დროსა და ადგილას მიიღებთ. თითოეული დოკუმენტური აკრედიტივი მორგებულია თქვენს მოთხოვნებზე: ტრანსპორტირება, მიწოდება, დაზღვევა და ხარისხის კონტროლი. შედეგად, თქვენ გამოიყენებთ საქონელს ან გაყიდით მას და უსაფრთხოდ შეასრულებთ სხვადასხვა კლიენტის შეკვეთებს. რამდენადაც საქონლის ღირებულების ანაზღაურება გარანტირებულია თქვენი ბანკის მიერ, დოკუმენტური აკრედიტივის გამოყენება უზრუნველყოფს უსაფრთხოებას თქვენი მიმწოდებლისათვის. შედეგად, თქვენ გაქვთ მეტი შანსი მოელაპარაკოთ მას თქვენ მიერ იმპორტირებული საქონლის ფასდაკლებაზე – ექპორტიორები აწესებენ მაღალ ფასს ვადაგადაცილებული ანაზღაურებისაგან თავის დაზღვევის მიზნით. საიმპორტო დოკუმენტური აკრედიტივების გამოყენების დროს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დააფინანსოთ თქვენი ტრანზაქციები ეფექტურად, განვადებით გადახდის დოკუმენტური აკრედიტივის ალტერნატივის გამოყენებით, რაც მოგცემთ საშუალებას, საქონლის ღირებულება აანაზღაუროთ საქონლის მიღების შემდეგ; აღნიშნული გაძლევთ მოკლევადიანი საიმპორტო დაფინანსების მიღების საშუალებასაც.

საიმპორტო ინკასო

ექსპორტიორი გიგზავნით საქონელს, ამასთან, სთხოვს თავის ბანკს, თქვენს ბანკში გამოაგზავნოს სატრანსპორტო დოკუმენტები, აგრეთვე, მოთხოვნა დოკუმენტების საწინააღმდეგოდ გადახდის შესახებ. თქვენი ბანკი მოქმედებს ექსპორტიორის ბანკის სახელით და ახორციელებს გადახდებს თქვენი სახელით, ან პირდება, რომ თქვენ თანხას მოგვიანებით გადაიხდით, თუ არსებობს ამგვარი შეთანხმება თქვენსა და ექპორტიორს შორის. ასეთი დაპირების შემთხვევაში, თქვენ მიგიწევთ თამასუქის (ტრატას) აქცეპტი. ამ დროს ბანკი არ გასცემს სატრანსპორტო დოკუმენტებს თანხის გადახდამდე ან მიღებამდე. წინასწარ შეთანხმებული პირობებით, ბანკი უზრუნველყოფს დამოწმებას/დადასტურებას, რომ თქვენ ნამდვილად აანაზღაურებთ თამასუქს მისი ავალირების გზით.

უპირატესობები:

თქვენ იხდით საქონლის ღირებულებას, თუ სატრასპორტო დოკუმენტები – ინვოისი, დაზღვევა, კონოსამენტი – ემთხვევა კომერციული კონტრაქტით მითითებულსა და შეთანხმებულს. უზრუნველყოფს უსაფრთხოებას: თუ სწორადაა წარმოებული დოკუმენტაცია, შესაბმისად ტრანსპორტირებაც მოწესრიგებული იქნება. სწრაფი და მარტივია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტრანზაქციებისათვის, რომლებიც სწრაფად უნდა განხორციელდეს. ხშირად გამოიყენება როგორც დოკუმენტური აკრედიტივითა და საბანკო გადარიცხვით ანგარიშსწორების ალტერნატივად, რომლის დროსაც მყიდველსა და მიმწოდებელს შორის არსებობს ორმხრივი ნდობა. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია თქვენი ტრანზაქციების დაფინანსების შესაძლებლობა მოკლევადიანი საიმპორტო სესხების საშუალებით.