საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსება

იმპორტისა და ექსპორტის დაფინანსება

ბანკი უზრუნველყოფს თანმდევ დაფინანსებას როგორც საიმპორტო დოკუმენტური აკრედიტივების, ისევე საიმპორტო ინკასოს ოპერაციებით განხორციელებული გარიგებებისათვის იმპორტიორის მიერ თავისი ბიზნესიდან და მყიდველებისგან ამონაგების მიღებამდე. საექსპორტო დოკუმენტური აკრედიტივის შემთხვევაში, ბანკი უზრუნველყოფს საექსპორტო სესხებს პროდუქტის შეფუთვის ან წარმოების ციკლის რომელიმე პროცესის დაფინანსების მიზნით. წინასწარ შეთანხმებული, განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ბანკი უზრუნველყოფს დაფინანსებას საკმაოდ კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით, რაც ეხმარება ექსპორტიორს ფულადი ნაკადების ეფექტურ მართვაში.