HSBC მსოფლიო სავალუტო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ბანკი კოტირებას უწევს მსოფლიოს ყველა გაყიდვად ვალუტას 24 საათის განმავლობაში. HSBC ჯგუფი ვაჭრობს სავალუტო ბაზრებზე მსოფლიოს 85 ქვეყანაში. ჩვენი გამოცდილება და ცოდნა საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ პროგნოზები და ეფექტურად მართოთ რისკები. ბანკი კორპორატიულ მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სავალუტო პროდუქტებს როგორც განვითარებად, ასევე “დიდი შვიდეულის” წევრი ქვეყნების ვალუტებზე.
სპოტური კონტრაქტი წარმოადგენს უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის გარიგებას მიმდინარე საბაზრო კურსით. სპოტური გარიგების დადებისათვის თქვენ ირჩევთ სასურველ გასაყიდ/შესაძენ ვალუტას და მოცულობას.
HSBC ბანკი საქართველო გთავაზობთ სპოტური გარიგების დადებას ბანთაშორის სავალუტო ბაზარზე არსებული კურსების მიხედვით.