სავალუტო ბაზარი

HSBC მსოფლიო სავალუტო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ბანკი კოტირებას უწევს მსოფლიოს ყველა გაყიდვად ვალუტას 24 საათის განმავლობაში. HSBC ჯგუფი ვაჭრობს სავალუტო ბაზრებზე მსოფლიოს 88 ქვეყანაში. ჩვენი გამოცდილება და ცოდნა საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ პროგნოზები და ეფექტურად მართოთ რისკები. ბანკი კორპორატიულ მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სავალუტო პროდუქტებს როგორც განვითარებად, ასევე “დიდი შვიდეულის” წევრი ქვეყნების ვალუტებზე.

სპოტური გარიგება

სპოტური კონტრაქტი წარმოადგენს უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის გარიგებას მიმდინარე საბაზრო კურსით. სპოტური გარიგების დადებისათვის თქვენ ირჩევთ სასურველ გასაყიდ/შესაძენ ვალუტას და მოცულობას.

ძირითადი მახასიათებლები და უპირატესობები:

  • კონვერტაცია ყოველგვარი საკომისიოს გარეშე
  • გარიგება თანხის შეზღუდვის გარეშე
  • გარიგების დადება შესაძლებელია HSBCnet-ის (ბანკი-კლიენტი) ან ტელეფონის საშუალებით.

ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი

HSBC ბანკი საქართველო გთავაზობთ სპოტური გარიგების დადებას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე არსებული კურსების მიხედვით.

ძირითადი მახასიათებლები და უპირატესობები:

  • კონვერტაცია ყოველგვარი საკომისიოს გარეშე
  • გარიგების დადება შესაძლებელია HSBCnet-ის (ბანკი-კლიენტი) ან ტელეფონის საშუალებით.