HSBC-ს საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობის მიმართულება ერთ–ერთი უმსხვილესია მსოფლიოში. იგი წარმოადგენს ადგილობრივი ცოდნის გაერთიანებას HSBC-ს ლონდონის, ნიუ იორკისა და ჰონგ კონგის სადილინგო გამოცდილებასთან. HSBC საერთაშორისო ბაზრებზე ემსახურება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს, საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს და ბაზრის სხვა მსხვილ მონაწილეებს. HSBC მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ოფშორულ, ასევე ონშორულ ბაზრებზე წვდომას და მისი საშუალებით სავალუტო თუ საპროცენტო რისკების მართვას.
ხაზინის გუნდი ჩვენს მომხმარებელს სთავაზობს: ბაზრის პროფესიონალურ ანალიზს, სასარგებლო რჩევებს, გარიგებების დროულ და მაღალ დონეზე შესრულებას.