ჰიპერბმულები ეიჩ ეს ბი სი -დან ვებსაიტებამდე ეიჩ ეს ბი სი ჯგუფის გარეთ

შესაძლებელია შეგხვდეთ რამდენიმე შემთხვევა ჩვენს საიტზე, სადაც ეიჩ ეს ბი სი ჯგუფი მოგაწვდით ჰიპერბმულებს სხვა ვებსაიტებსა თუ ადგილებზე ინტერნეტში. აღნიშნულ ჰიპერბმულებს მივყავართ იმ ვებსაიტებამდე, რომლებსაც ახორციელებენ და აქვეყნებენ მესამე მხარეები, რომლებიც არ არიან გაწევრიანებული ან არანაირად არ არიან დაკავშირებული ეიჩ ეს ბი სი -სთან. ინფორმაცია მათ შესახებ განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, რათა გაზარდოს თქვენი, როგორც მომხმარებლის, გამოცდილება და წარმოდგენილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისათვის. ჩვენ ვცდილობთ, თქვენთვის შევარჩიოთ მყარი რეპუტაციის მქონე ვებგვერდები და ინფორმაციის წყაროები.

თუმცა, გარე ვებსაიტებისა და ვებგვერდების ჰიპერბმულებით უზრუნველყოფით, ეიჩ ეს ბი სი არ იღებს ვალდებულებას, გაამართლოს, წარმოადგინოს, მისცეს რეკომენდაცია, გარანტია, ან წარმოადგინოს ნებისმიერი მესამე მხარე ან/და მათ მიერ თავიანთ ვებგვერდებზე განთავსებული მომსახურება/პროდუქცია, ან რაიმე სახით ითანამშრომლოს მსგავს მესამე მხარეებთან და მათ ვებგვერდებთან, თუ ეიჩ ეს ბი სი სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი იმ ვებგვერდის და ვებსაიტის შინაარსზე, რომელიც ბმულით არის დაკავშირებული. თქვენ იყენებთ ან ნახულობთ აღნიშნულ ბმულებს თქვენი პირადი რისკით და სს ეიჩ ეს ბი სი პასუხს არ აგებს ნებისმიერი სახის ზიანის ან ზარალის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლოა თავი იჩინოს თქვენს მიერ ბმულის გამოყენებისას. ეიჩ ეს ბი სი არ წარმოადგენს მხარეს თქვენსა და გარე ვებსაიტის პროვაიდერს შორის არსებულ ნებისმიერი სახის ხელშეკრულებაში, თუ ამის თაობაზე ეიჩ ეს ბი სი ბანკი ღიად არ განაცხადებს ან არ დადებს შეთანხმებას.

ნებისმიერი ბმულები ვებსაიტზე, რომელიც შეიცავს გადმოსატვირთ ფუნქციებს, უზრუნველყოფილია თქვენთვის. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა თავი იჩინოს გადმოწერის დროს ან მის შედეგად. გახსოვდეთ, რომ ინტერნეტიდან ნებისმიერი გადმოწერა შესაძლებელია მოითხოვდეს ლიცენზიას და თუ თქვენ ვერ დაიცავთ ლიცენზირების შეთანხმების პირობებს, შესაძლოა დაარღვიოთ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერის ინტელექტუალური საკუთრების უფლება. ასეთ შემთხვევებში ჩვენ საკუთარ თავზე არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას.

გთხოვთ, იყავით ყურადღებით, როდესაც დააჭერთ ბმულის ღილაკს და დატოვებთ ჩვენს საიტს, თქვენ დაექვემდებარებით იმ ვებსაიტის მოხმარების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომლის ნახვასაც აპირებთ.

ჰიპერბმულები ეიჩ ეს ბი სი –დან ეიჩ ეს ბი სი ჯგუფის სხვა ვებსაიტებზე

ჩვენ ასევე შესაძლოა განვათავსოთ ჰიპერბმულები ეიჩ ეს ბი სი ჯგუფის სხვა ვებსაიტებზე. პროდუქცია და მომსახურება, რომელიც შემოთავაზებულია აღნიშნულ ვებსაიტებზე, შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ იმ პირებისათვის, ვინც ცხოვრობს ან იმყოფება განსაზღვრულ იურისდიქციაში. გარდა ამისა, აღნიშნული ვებსაიტების შინაარსი შესაძლოა არ იყოს გათვალისწინებული იმ პირებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ან იმყოფებიან იმ იურისდიქციებში, რომლებიც ზღუდავენ ამგვარი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებას. პირობები, რომლებიც მართავს ეიჩ ეს ბი სი ჯგუფის თითოეული წევრის ვებსაიტის გამოყენებას, შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. თქვენ უნდა დაემორჩილოთ და ყურადღებით წაიკითხოთ შესაბამისი პირობები ვებსაიტის გამოყენებამდე.

ჰიპერბმულები გარე ვებსაიტებიდან ეიჩ ეს ბი სი - ის ვებსაიტებზე

თქვენ ყოველთვის უნდა მოიპოვოთ სს ეიჩ ეს ბი სი -ის წინასწარი წერილობითი თანხმობა სანამ შექმნით ჰიპერბმულებს ნებისმიერი ფორმით მესამე მხარის ვებსაიტებიდან ნებისმიერ ეიჩ ეს ბი სი - ის ვებსაიტებზე. ეიჩ ეს ბი სი - იმ შესაძლოა მოგცეთ ან არ მოგცეთ ამგვარი სახის თანხმობა საკუთარი შეხედულებისამებრ. როგორც წესი, ჩვენ შესაძლოა თანხმობა განვაცხადოთ ისეთ ჰიპერბმულზე, სადაც

ნათლად და გარკვევით წერია ჩვენი სახელწოდება ან ვებსაიტის მისამართი. ჩვენი ლოგოს გამოყენება ან ჩვენება, სავაჭრო სახელწოდებები ან სავაჭრო ნიშნები როგორც ჰიპერბმული არ იქნება ჩვენი მხრიდან დაშვებული გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და შეიძლება ეიჩ ეს ბი სი –მ დააწესოს ამისათვის შესაბამისი გადასახადი მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ.

ეიჩ ეს ბი სი არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის მიერ ეიჩ ეს ბი სი –ის ნებისმიერ ვებსაიტზე ჰიპერბმულის გაკეთებაზე. ამგვარი ბმულების არსებობა არ წარმოადგენს რაიმე სახის თანამშრომლობას ეიჩ ეს ბი სი –სა და მესამე მხარის ვებსაიტს შორის. ნებისმიერი ბმული ჩვენს საიტზე ყოველთვის იქნება მოქმედი და პირდაპირი ბმული ჩვენს საიტთან და უშუალოდ გავა ჩვენი საიტის მთავარ ან პირველ გვერდზე.

ეიჩ ეს ბი სი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგის ან ზიანის გამო, რომელიც მიყენებული იქნება თქვენთვის ან მესამე მხარისათვის ამგვარი ბმულის არსებობასთან დაკავშირებით. სავაჭრო ნიშნებისა და საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ეიჩ ეს ბი სი -ის ძირითად პირობებს. ეიჩ ეს ბი სი იტოვებს უფლებას, მოახდინოს ანულირება ნებისმეირი თანხმობისა, რომელიც მინიჭებული იყო ტექსტური ან ნებისმიერი სხვა სახის ბმულისათვის, ან შესაძლოა მოითხოვოს ასეთი ბმულის ამოღება ეიჩ ეს ბი სი -ის ვებსაიტებიდან, თავისი შეხედულებისამებრ.