ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაინტერესებთ, თუ როგორ ვეპყრობით თქვენს პირად და ფინანსურ ინფორმაციას. ეს კონფიდენციალურობის განაცხადი ნათლად ასახავს ჩვენს ამჟამინდელ პოლიტიკას და ვალდებულებას თქვენი ფინანსური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით. მომავალში შესაძლებელია ყოველგვარი შეტყობინების გარეშე მოხდეს ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის ან პროდუქტების ცვლილება, და შესაბამისად შესაძლოა შეიცვლოს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკაც. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ რეგულარულად ეწვევით ჩვენს ვებგვერდს და რომ მისი მისაწვდომობა და თქვენს მიერ ვებგვერდის გამოყენება ჩაითვლება თქვენს დასტურად ამ ცვლილებებზე.
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დასაცავად ბანკმა შეიმუშავა შემდეგი პრინციპები:
ბანკი მხოლოდ მოიძიებს ინფორმაციას, რომელიც ჩვენი აზრით დაკავშირებულია ან აუცილებელია თქვენი ფინანსური საჭიროების უკეთ გასაგებად და ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად;
ბანკი იყენებს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რათა შემოგთავაზოთ თქვენთვის უკეთესი მომსახურება და პროდუქტები;
მომხმარებელი უფლებას ანიჭებს ბანკს, რათა მან თავისი შეხედულებისამებრ და მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიაწოდოს სხვა ბანკებს და საკრედიტო ორგანიზაციებს, ანაბრების დაზღვევის ფონდს ნებისმიერი ინფორმაცია ამ უკანასკნელის მოთხოვნით, ან საკუთარი ინიციატივით, მათ შორის ბანკიდან ინფორმაცია მომხმარებლის კრედიტუნარიანობის შესახებ მომხმარებლის მიერ ბანკში გახსნილი რომელიმე ან ყველა ანგარიშთან დაკავშირებით.
ბანკს შესაძლოა დრო და დრო მოეთხოვოს თქვენს შესახებ ინფორმაციის მიწოდება სამთავრობო ან იურიდიული სტრუქტურებისათვის ან ჩვენი საქმიანობების მარეგულირებელი ორგანოსათვის, მაგრამ ეს განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში.
ბანკი მიზნად ისახავს პერიოდულად განაახლოს თქვენი ინფორმაცია.
ბანკს გააჩნია უსაფრთხოების მკაცრი სისტემა, რომელიც შექმნილია თქვენი ინფორმაციის უცხო პირებისაგან, მათ შორის ბანკის თანამშრომლებისაგან, დასაცავად.
ეიჩ ეს ბი სი ჯგუფის ყველა კომპანიას, ჩვენს თანამშრომლებს და ნებისმიერ მესამე მხარეს, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია თქვენი ინფორმაცია, მოეთხოვება კონფიდენციალურობის დაცვა.
ამ პრინციპების დაცვით, ჩვენ ვუზრუნველყობთ სათანადო დაფასებას იმ ნდობისადმი, რომელსაც თქვენ უცხადებთ ჩვენს ბანკს.
ბანკი უფლებამოსილია, მონაცემთა დამუშავების მიზნით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიაწოდოს სხვა ბანკებსა და ორგანიზაციებს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დროს. ბანკს დაეკისრება პასუხისმგებლობა ამგვარი საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
თქვენს მიერ ვებგვერდის საჯარო ნაწილის გამოყენებისას თქვენ არ მოგეთხოვებათ რაიმე პირადი ინფორმაციის მოწოდება. ამ დროს ჩვენ არ ვახორცელებთ მონიტორინგს და არ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელიც საშუალებს მოგვცემს, მოვახდინოთ ქვენი პიროვნების იდენტიფიკაცია. შესაძლებელია მოხდეს ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობის დათვლა, მაგრამ ამ დროს არ მოხდება თქვენი იდენტიფიცირება. სისტემის ადმინისტრირების, პრობლემების გადაჭრის და საერთო ინფორმაციის მიღების მიზნით შესაძლოა ასევე მოხდეს თქვენი კომპიუტერის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ინტერნეტში.
ჩვენ მკაცრად ვიცავთ უსაფრთხოების სტანდარტებს და პროცედურებს, რათა თქვენი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ გახდეს უცხო პირთათვის, მათ შორის ბანკის თანამშრომლებისთვის. ინფორმაციის დაცვის მიზნით ჩვენ ვიყენებთ ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიც არის მონაცემთა დაშიფრვა, დაცვის სისტემა Fირეწალლ-ის გამოყენება და სერვერის აუთენტიფიკაცია და ა.შ. ეიჩ ეს ბი სი ჯგუფის ყველა კომპანიას, ყველა ჩვენს თანამშრომელს და ჩვენს მიერ დაქირავებულ ნებისმიერ მესამე მხარეს მოეთხოვება ჩვენი კონფიდენციალურობის სტანდარტების დაცვა და ჩვენ უფლება გვეძლევა პერიოდულად ჩავატაროთ აუდიტი, რათა დავრწმუნდეთ ამაში.