უსაფრთხოება

თქვენი პერსონალური ინფორმაციისა და ინტერნეტით განხორციელებული საბანკო ტრანზაქციების უსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი HSBC –სთვის. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტები და პროცედურები, რათა დავიცვათ თქვენი ინფორმაცია არასანქცირებული წვდომისგან.

ჩვენი სისტემის უსაფრთხოება:

128-ბიტიანი SSL შიფრაცია

HSBC მოითხოვს, რომ გამოყენებულ იქნას 128–ბიტიანი SSLპროტოკოლი  ყველა პერსონალური ინტერნეტ ბანკინგის აპლიკაციებისა და ონლაინ სააპლიკაციო ფორმებისთვის შიფრაციისთვის. ეს არის ინდრუსტრიისთვის სტანდარტული შიფრაცია, რომელიც გამოიყენება ინტერნეტ ბანკინგის აპლიკაციებისთვის. შიფრაციას გადაჰყავს თქვენი მონაცემები (როდესაც თქვენ აკეთებთ განაცხადს სესხზე ან საკრედიტო ბარათზე HSBC-ში ან როდესაც იყენებთ ინტერნეტ ბანკინგს) კოდირებულ ფორმატში, სანამ ის გაიგზავნება ინტერნეტით. შიფრაცია უზრუნველყოფს თქვენი ინფორმაციის დაცულობას ბანკის კომპიუტერულ სისტემასა  და თქვენს ინტერნეტ ბრაუზერს შორის.

იმისათვის, რომ განსაზღვროთ, აქვს თუ არა თქვენს ბრაუზერს 128–ბიტიანი შიფრაციის მხარდაჭერა, სცადეთ შეამოწმოთ ბრაუზერი.

შიდა სისტემების შიფრაცია

HSBC იყენებს მრავალ–საფეხურიან შიფრაციას მრავალჯერადი შიფრაციის ალგორითმებით შიდა სისტემებს შორის, რათა თქვენი ინფორმაცია იყოს დაცული და მიუწვდომელი არასანქცირებული მომხმარებლებისთვის.

ქსელის ფარები

HSBC იყენებს ქსელის ფარს საზიანო ინფორმაციის დასაბლოკად, რათა არ მოხვდეს ჩვენს კომპიუტერულ სისტემაში და იგი დაცული იქნას არასანქცირებული წვდომისგან. ქსელის ფარის პროგრამა შესაძლებელია ჩაიდგას სამუშაო და სახლის კომპიუტერზე, როგორც ბარიერი ჰაკერებისა და ვირუსების წინააღმდეგ.

უსაფრთხოების მოწყობილობა

HSBC ბანკი საქართველო იცავს თქვენს სენსიტიურ ფინანსურ ინფორმაციას. ჩვენ დავნერგეთ ბიზნეს ინტერნეტ ბანკინგში შესასვლელად საჭირო უსაფრთხოების მოწყობილობა. თითოეული უსაფრთხოების მოწყობილობა აგენერირებს ერთჯერადი მოხმარების უსაფრთხოების პაროლს, რომელიც უნიკალურია თითოეული მომხმარებლისთვის. ამ უსაფრთხოების მოწყობილობის გამოყენებით თქვენი მომხმარებლის სახელსა და პაროლთან ერთად, თქვენი ონლაინ უსაფრთხოება გაზრდილია.

SGC

HSBC იყენებს SGC–ს, რომელიც ეხმარება ბრაუზერს, რომელიც იყენებს 40–ბიტიან შიფრაციას, იმუშაოს 128–ბიტიანი შიფრაციით ონლაინ ბანკინგის სესიის განმავლობაში. ეს ეხმარება თქვენს ინფორმაციას ონლაინ ბანკინგის ტრანზაქციების შესახებ იყოს დაცული ბრაუზერის ჩამოტვირთვის ან გაუმჯობესების გარეშე.

თქვენი ონლაინ სესიის უსაფრთხოების დაცვა:

უსაფრთხო სესიები

თქვენი HSBC ინტერნეტ ბანკინგის სესიები დაცულია უსაფრთხო გარემოში SSL-ის შიფრაციის საშუალებით. SSL ტექნოლოგია გამოიყენება თქვენი ინტერნეტ ბანკინგის სესიის დროს, რათა მოხდეს თქვენი პერსონალური ინფორმაციის შიფრაცია სანამ ის დატოვებს თქვენს კომპიუტერს, რომ არავინ შეძლოს მისი წაკითხვა. თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან გამომდინარე კონტექსტური სარკმელი გამოჩნდება, რომ გაცნობოთ უსაფრთხო გვერდზე შესვლის შესახებ. თქვენ გეცოდინებათ, როცა იქნებით HSBC–ის უსაფრთხო გვერდზე, როცა დაინახავთ "https://" ვებ გვერდის მისამართის წინ. კლიტის სიმბოლოც ასევე გამოჩნდება ბრაუზერის ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში. დახურული კლიტე ნიშნავს იმას, რომ HSBC ონლაინ სესია არის უსაფრთხო გარემოში.

ბიზნეს ინტერნეტ ბანკინგისთვის:

შესვლის და პაროლოს შესაძლებლობა

თითოეული ბიზნეს ბანკინგის მომხმარებლის სახელი, პაროლი და უსაფრთხოების მოწყობილობა არის უნიკალური თითოეული ინდივიდისთვის. პერსონიფიცირებული მომხმარებლის სახელის სისტემა ზღუდავს თქვენი ბიზნეს ინტერნეტ ბანკინგის ანგარიშზე შესვლას. სრულად რომ ისარგებლოთ ამ დაცვით,  უნდა უზრუნველყოთ, რომ თქვენი ბიზნეს ინტერნეტ ბანკინგის მომხმარებლის სახელი და პაროლი არის უსაფრთხოდ შესახული და საიდუმლოდ დაცული.

შესვლის მცდელობა

დამატებითი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ ვიცავთ თქვენს ონლაინ ბანკინგს მასზე შესვლის მცდელობის დათვლის საშუალებით. პაროლის რამდნჯერმე წარუმატებელი შეყვანის შემდეგ, ჩვენ მაშინვე დაგიბლოკავთ საშუალებას ისარგებლოთ ონლაინ ბანკინგით. ამის შემდეგ თქვენ უნდა დაუკავშირდეთ HSBC–ს, რომ აღადგინოთ წვდომა.

სესიის ამოწურვა

თქვენი დაცვისთვის, HSBC იყენებს ვადის ამუწურვის შესაძლებლობას ონლაინ ბანკინგის სესიისთვის. თუ თქვენი ინტერნეტ ბანკინგის სესია იქნება უმოქმედო მოცემული პერიოდისთვის, თქვენი სესია ავტომატურად დამთავრდება. ეს იცავს თქვენს ანგარიშებს არასანქცირებული წვდომისგან, თუ თქვენი კომპიუტერი უმეთვალყურეოდ დარჩა ან დაგავიწყდათ ინტერნეტ ბანკინგის სესიის დასრულება.

უსაფრთხო ელ–ფოსტა

იმისათვის, რომ დავიცვათ თქვენს მიერ ელ–ფოსტით გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია, HSBC იყენებს უსაფრთხო ელ–ფოსტის შესაძლებლობას ბიზნეს ინტერნეტ ბანკინგისთვს, ისე რომ თქვენი კორესპონდენცია და ინფორმაცია დარჩეს მხოლოდ თქვენსა და HSBC–ს შორის.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: თუ თქვენი ინტერნეტ ბანკინგის პაროლი კომპრომიტირებულია, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ.